Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698892&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კოლხი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
დეველოპერული კომპანია შპს "შპს კოლხი" - Horizon nutsubidze-ს პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Horizon nutsubidze არის ახალი 13-სართულიანი პროექტი ლისის ტბასთან ახლოს, გამწვანებაში და სიმშვიდეში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მეოთხე პლატო, ალექსანდრე ბანძელაძის 12
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00), შაბათი (10:00-15:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი და ბონუსი გაყიდული ბინიდან მიღებული.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი
** მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
** გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი
** კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება
** მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში
** მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ)
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word and Excel)
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** შენიშვნა: უძრავი ქონების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "შპს კოლხის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ ქვემოთ მოცემულ ელფოსტაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე horizon.nutsubidze@gmail.com შემდეგი ინფორმაცია: თქვენი რეზიუმე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — გაყიდვების მენეჯერი)

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია