Робота для біженців з України
კოორდინატორი - კაჭრეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი"
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა
** სახელფასო დიაპაზონი: 1573 (დარიცხვით)

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია სოციალური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office;
** აუცილებელია ინგლისური ენის სალაპარკო დონეზე ცოდნა.

მნიშვნელოვანი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პარტნიორობის განვითარების უნარი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრირება;
** პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
** საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება;
** კოლეჯის საერთაშორისო იმიჯის შექმნა და რეპუტაციის მართვა;
** პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის სხვადასხვა კოლეჯებთან ხელშეწყობა, მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯებთან თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და თანამშრომლების ** საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
** გაცვლითი პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება.

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi@gmail.com

კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV (ქართულ ენაზე)
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სივების მიღების ბოლო ვადაა: 28.02.2026 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე