|
დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
|
| მომწოდებელი:
Hill City
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
უძრავი ქონების კომპანია "Hill City" ეძებს გამოცდილ უძრავი ქონების გაყიდვების აგენტს/ბროკერს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;
იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/realestatehillcity
Instagram გვერდი: https://www.instagram.com/hillcity.ge?igsh=bXVoZGt5bm0zNWh6
პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე.
ფუნქციები:
** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა).
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.
** გაყიდვების უნარი. (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი.
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული.
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ.
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** საქმიანობის ეტაპობრივ შესწავლას პროფესიონალებისგან
** მეგობრულ, სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** ბალანსს უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმებზე
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** საზ.ტრანსპორტის აბონემენტს
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა
** გასაუბრება
ანაზღაურება: სრულად გამომუშავებით (2000 - 9000 ლარი განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან)
სტაჟირება/გამოსაცდელი პერიოდი: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|