Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698857&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სამსახურის უფროსი ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი ექსპერტი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ მრავალფეროვან ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 2500 ლარი (პოზიცია ითვალისწინებს 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს)

უფროსი ექსპერტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული მოთხოვნის იდენტიფიცირების/განხილვის უზრუნველყოფა, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესყიდვის განსახორციელებლად სამუშაო გეგმის შემუშავება;
** 2018 წლის 29 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #446 დადგენილების გათვალისწინებით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო შეთანხმების პროცედურების წარმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
** 2021 წლის 24 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #606 დადგენილების გათვალისწინებით ამავე დადგენილებით განსაზღვრული საქონლის შესყიდვისათვის საჭირო შეთანხმების პროცედურების წარმართვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან;
** სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობა, გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე 2015 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №13-ით დადგენილი კრიტერიუმებით და ამასთან, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობის დასაბუთების უზრუნველყოფა, დადგენილ კრიტერიუმებთან;
** პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის შესწავლა/კვლევა;
** სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება და სატენდერო პროცედურების წარმართვა ხელშეკრულების გასაფორმებლად;
** კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი ნებართვების, შეთანხმებებისა და განკარგულებების მოპოვების და ხელშეკრულების გაფორმება;
** ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, გამარტივებული გზით ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესყიდვის ობიექტიდან გამომდინარე, საჭირო პროცედურების წარმართვა;
** პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმება;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მათი შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ატვირთვის განხორციელება;

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Power Point; Outlook - ის ცოდნა;
** სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა,
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2025 წლის 10 თებერვლისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის კოდი - 025

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია