Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698852&print=yes&view=jobs
 
საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ჩვენი გუნდის მიზანია, გაგიმარტივოთ ამანათების გადაზიდვის პროცესი.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქუთაისის საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საკურიერო სამსახურისთვის მისამართების განაწილების პროცესს, ჩართული იქნება ამანათების განაწილების, გაშვების, მიღებისა და სკანირების პროცესში.

კომპანიის ვებგვერდი: https://easyway.ge/ka

მდებარეობა: ქ. ქუთაისი, სულხან - საბა ორბელიანის N 8
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** მიღების, შენახვის, მიწოდებისა და აღწერის პროცესების ორგანიზება;
** საწყობის თანამშრომელთა კოორდინაცია და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
** ანგარიშგების მომზადება და ზედამხედველობასთან კომუნიკაცია;
** სკანირების პროცესის მართვა;
** კურიერების დისპეტჩინგი და შესასრულებელი/შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@easyway.ge.

Subject-ში მიუთითეთ: "ქუთაისის საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/2f637be72c79c5b4aa4ba04240c7c03e
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია