Робота для біженців з України
მძღოლი-ექსპედიტორი სატვირთო ტიპის ავტომობილზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი სატვირთო ტიპის ავტომობილზე
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე სატვირთო ტიპის ავტომობილზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება;
** მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილის სატვირთო ავტომობილის მართვა;
** ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი-ექსპედიტორი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/e22f39c0ea6848fe0acf94542d45c641

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 238 003
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე