"სენომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი (ზარა - მერანი მოლი, ნახევარი განაკვეთი) ბათუმში.
"Cenomi Retail Georgia" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
მისამართი: Merani Mall - რუსთაველის #42
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: კვირაში 25 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 625 ლარი + 500 ლარამდე ბონუსი.
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ლოკაცია და სამუშაო განაკვეთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IEXPRd0d
|