|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
კროკუს ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"კროკუს ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე (თბილისი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Excel);
** სასურველია: მართვის მოწმობა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე crocus.pharm@gmail.com თანდართული ფოტოთი და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი)
|
|
|
|