|
დასახელება:
კომპანიონ-მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Dimitri Wine House
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
თელავში მდებარე "Dimitri Wine House" ეძებს კომპანიონ-მენეჯერს, რომელიც არა მხოლოდ მართავს ობიექტს, არამედ პარტნიორულად მონაწილეობს მის განვითარებასა და წარმატებაში.
ეს არ არის ჩვეულებრივი დასაქმება — ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
** ჩაერთვება როგორც კომპანიონი
** იფიქრებს როგორც მეპატრონე
** გაიზრდება ობიექტთან ერთად
ობიექტის შესახებ
Dimitri Wine House არის საოჯახო ტიპის სასტუმრო საკუთარი მარანით, ქვევრებითა და ღვინის საცავით, რომელსაც აქვს:
** მცირე ვენახი უშუალოდ ობიექტის ტერიტორიაზე
** საკუთარი ვენახი ალაზნის ველზე, კავკასიონის ძირში, სადაც გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ყურძენი
ეს ყველაფერი ქმნის სრულფასოვან, ავთენტურ ღვინისა და ტურისტულ გამოცდილებას.
ობიექტი აერთიანებს:
** ღვინის დეგუსტაციებსა და გაცნობით ტურებს
** წვეულებებსა და მცირე ღონისძიებებს
** ტურისტულ მიღებასა და განთავსებას
ობიექტის დამატებითი უპირატესობები:
** გარე ტერასა ულამაზესი ხედებით კავკასიონსა და თელავზე
** გზის გადასწვრივ მდებარე მცირე პარკინგი
** დასასვენებელი სივრცე ტყესთან, ბუნებრივ გარემოში
** ძველი, სახასიათო თვითნაკეთი ავტომობილი, როგორც უნიკალური დეკორატიული და ფოტოზონა ელემენტი სტუმრებისთვის
ფუნქციური განაწილება
** მიწისპირა სართული: ვესტიბიული (ადმინისტრატორის ადგილი), სამუშაო ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილი, სასადილო, 2 საძინებელი საკუთარი სველი წერტილებით
** მეორე სართული: 7 სასტუმრო ნომერი
** 1 VIP ნომერი დიდი ვიტრაჟებით და კავკასიონის ხედით
** 2 ნომერი პირდაპირი კავკასიონის ხედით
** 2 ნომერი გვერდითი კავკასიონის ხედით
** 2 ნომერი ტყის ხედით (სამხრეთის მხარე)
** -1 სართული: დიდი სადეგუსტაციო დარბაზი (ბუხარი, სადეგუსტაციო მაგიდა, მცირე სცენა, სამუზეუმო ექსპონატები), აივანი, მცირე მარანი (ქვევრები, საწნახელი და სხვა)
** ქვედა დონე: ღვინის საცავი სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელებით
თანამშრომლობის ფორმატი
** ვთავაზობთ რეალურ პარტნიორობას
** კომპანიონ-მენეჯერი მონაწილეობს:
- ობიექტის სრულ საოპერაციო მართვაში
- განვითარების სტრატეგიაში
- ფინანსურ შედეგებში
** ანაზღაურება განისაზღვრება:
- მოგების წილობრივი განაწილებით ან
- შეთანხმებით განსაზღვრული ფიქსირებული მოდელით
პირობები განიხილება ინდივიდუალურად, მოლაპარაკების საფუძველზე
კომპანიონ-მენეჯერის როლი:
** სტუმრების მიღება, განთავსება და მომსახურების ორგანიზება
** ობიექტის მუშაობის სქემის აწყობა და გაუმჯობესება
** მომსახურების ხარისხისა და წესრიგის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში პერსონალის შერჩევა და მართვა
** იდეების ინიციირება და პრაქტიკაში განხორციელება
მეპატრონე უზრუნველყოფს: ღვინის დეგუსტაციებს და გაცნობით ტურებს სტუმრებისთვის
ვის ვეძებთ
** ადამიანს, რომელიც ამ სივრცეს აღიქვამს როგორც საკუთარ საქმეს
** პასუხისმგებელ, ორგანიზებულ და განვითარების სურვილის მქონე პიროვნებას
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 222 016 დიმიკო
|
|
|
|