|
დასახელება:
ლოგისტიკის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მზიური
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** "1C" სისტემის ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
მოვალეობები:
** გაწეროს არსებული შეკვეთები, გაანაწილოს შეკვეთები პრისეილერების უბნების მიხედვით;
** ატვირთოს გაწერილი შეკვეთები შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფორმით;
** მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
** აკონტროლოს გაწერილი და დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
** გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
** აკონტროლოს უკან დაბრუნებული საქონლის ფასები (მათ შორის მოახდინოს ფასების კორექტირება);
** გამოწეროს შიდა გადაზიდვების ზედნადებები შესაბამის პროგრამაში და ატვირთოს ისინი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე RS.GE;
** შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშუალო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
პირობები:
** განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1750 ლარი
** სამუშაო საათები 10:00-18:00 / 09:00-17:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მისამართი: თბილისი, წერეთლის 113 დ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge. შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|