Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698807&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა ელექტრონული პირადი ბარათისა და სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება;
** პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგება/დაარქივება;
** პერსონალის ადმინისტრირების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** კანდიდატის შერჩევის სრულ ციკლში მონაწილეობა;
** ტესტირების დაორგანიზების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის და შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია