Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698806&print=yes&view=jobs
 
პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების შერჩევაში მონაწილეობა;
** შემოსული განცხადებების განხილვა და კლასიფიცირება;
** განხილული კანდიდატებისთვის შერჩევის შესაბამისი კონკურსის ორგანიზება;
** ტესტირების/გასაუბრების შედეგების დამუშავება, ანგარიშის მომზადება და შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** ახალი თანამშრომლებისთვის პირადი საქმის დოკუმენტაციის წარმოება და პროგამული ასახვა;
** აპლიკანტების ბაზის ფორმირება;
** სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება თანამშრომელთა მოზიდვის მიზნით;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე ერთ წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის და შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია