Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698780&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი: უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების ეფექტური მხარდაჭერა, ფინანსური დოკუმენტაციის სიზუსტე და სრულყოფილება.

შესასრულებელი სამუშაოები:

** საბანკო ამონაწერისა და სალაროს საბუთების დამუშავება, გატარება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) საჭიროების მიხედვით მომზადება;
** ინვოისების სპეციალიზებულ პროგრამაში ასახვა;
** ყოველდღიურად, შემოსული თანხების გატარება სპეციალიზებულ პროგრამაში;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

გამოცდილება:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
** საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით (MS Excel).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დროის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია