Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი: კომპანიის ფინანსური ოპერაციების სწორად აღრიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.

შესასრულებელი სამუშაოები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საგადასახადო კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების და გადარიცხვების განხორციელება, სისწორის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადება;
** თანხების მოძრაობის კონტროლი, ყოველდღიურად სალაროს აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა, საბანკო გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გატარება სპეციალიზებულ სადისტრიბუციო პროგრამაში;
** სალაროს მონაცემების და rs.ge-ს რეპორტების მონაცემების შედარება, სხვაობების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) მომზადება, აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური შესყიდვების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დაარქივების და შენახვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების გამოვლენა/იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება კომპანიაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული, სხვა დავალებების შესრულება.

გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატის ფლობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
** სასურველია, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე