|
დასახელება:
არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
ISync
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
შპს "აისინქი" ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არქიტექტორს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად მართოს პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი შენობების შექმნის სრულ ციკლში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
პირობები:
** მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
** ხელფასი: 2000 + ლარი (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გადმომდინარე
ფუნქციები და მოვალეობები:
** საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ტექნიკური შენობების არქიტექტურული პროექტების შემუშავება.
** კონცეფციების შექმნა და განვითარება
** მუშა ნახაზების და ასატვირთად საჭირო დოკუმენტების მომზადება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის დადასტურებული გამოცდილება
** არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად შესრულებისა და მართვის უნარი
** ასატვირთი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება.
** გუნდური მუშაობის უნარი
გთავაზობთ:
** მასშტაბურ და მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას
** სწრაფ კარიერულ ზრდას და განვითარებას
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Contact@isync.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|