Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ავტომობილების სადილერო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ავტომობილების სადილერო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ავტომობილების პლატფორმაზე განთავსება;
** ვიზიტების ორგანიზება

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას ბონუსებით, ზედა ზღვრის გარეშე
** მოქნილ გრაფიკს და სტუდენტებისთვის ხელსაყრელ სამუშაო საათებს
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს სტრესის გარეშე
** თვითრეალიზების შესაძლებლობას
** კეთილმოწყობილ ოფისს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მეტროდან 2 წუთის სავალზე
** ინფორმატიულ ტრენინგებს და საქმის ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას

ჩვენი მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ სამუშაო გამოცდილება Customer support-ის მიმართულებით (სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო) შესასრულებელ საქმეს ადგილზე უმოკლეს დროში შეგასწავლით
** უცხო ენების საბაზისო დონეზე ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტულად
** სასურველია, გქონდეთ საკუთარი გამართული ლეპტოპი და მობილური ტელეფონი
** სავალდებულოა გქონდეთ გუნდური მუშაობის უნარი და იყოთ კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Carjobstbilisi@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე