|
დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
DMG Development
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"DMG Group" მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.
"DMG Development", როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.
"DMG Development" აგრძელებს ზრდას და გუნდში იწვევს მოტივირებულ, გამოცდილ პროფესიონალს ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე არქიტექტურულ პროექტების დამუშავება;
** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობა, რომელიც მოიცავს სრულ ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნას, ტექნიკური ნახაზების დამუშავებას და მასალების შერჩევას;
** პროექტების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
** მასალების, ფერების, ავეჯისა და დეკორის შერჩევა პროექტებისთვის;
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია და მართვა;
** კლიენტების კონსულტაცია და მათი საჭიროებების შეფასება;
** ბინებისა და სივრცეების დეტალური ტექნიკური ნახაზების შესრულება და დოკუმენტირება;
** ტექნიკური ნახაზების პროექტში შეუფერხებლად ინტეგრირების მიზნით არქიტექტორებთან და ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კომპანიის პროექტებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან და ბრენდებთან ერთობლივი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის პროექტების განხორციელება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურულ პროექტებში ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე;
** მომიჯნავე საინჟინრო სისტემებთან მუშაობისა და კოორდინირების გამოცდილება (ვენტილაცია, კანალიზაცია, ელექტრობა);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა;
** კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციის გამოცდილება, დიზაინ გადაწყვეტილებების არგუმენტირებული წარდგენა და ცვლილებების მართვა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Revit, ArchiCad, 3DS Max + V-Ray / Corona, Photoshop;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** უპირატესობად ჩაითვლება დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული და ბონუსი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების პროგრამები;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@dmg-group.ge.
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|