Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698765&print=yes&view=jobs
 
ხელმძღვანელის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს როგორც ოფისის, ისე ხელმძღვანელის სამუშაო პროცესის გამართულობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კალენდრის მართვა: ხელმძღვანელის სამუშაო დღის დაგეგმვა, შეხვედრების ორგანიზება და შეხსენება.
** Travel-მხარდაჭერა: ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა და ვიზიტების ლოჯისტიკური მოწესრიგება.
** სახელმწიფო პორტალებთან მუშაობა: ინფორმაციის მოძიება და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება პორტალებზე: tas.ge და napr.gov.ge.
** მასპინძლობა: სტუმრების მიღება, ხელმძღვანელისა და სტუმრებისთვის ყავა/ჩაის მომზადება და მირთმევა.
** საოფისე საქმიანობა: ოფისის სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების მართვა, შემოსული ზარებისა და წერილების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** აუცილებელია პორტალების — tas.ge და napr.gov.ge — გამოყენების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და ინტერნეტ-საძიებო სისტემების ფლობა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. კანდიდატს უნდა შეეძლოს თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და დისციპლინა: დროის ეფექტური მართვის უნარი.
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
** კეთილგანწყობა: დახვეწილი კომუნიკაციისა და მასპინძლობის უნარი.
** კონფიდენციალურობა: ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი, ხელფასის მატების პერსპექტივა მუშაობის ხარისხისა და გამოცდილების ზრდის პარალელურად.
** სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: labartkavam@gmail.com.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია