Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698745&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია scapp" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რეგიონი / თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** მოქმედი საკრედიტო პორტფელის ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** საკრედიტო პირობების, შიდა პროცედურებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი;
** საველე მონიტორინგის განხორციელება (ფილიალებში და კლიენტებთან ადგილზე ვიზიტები);
** მონიტორინგის შედეგების დოკუმენტირება და პერიოდული რეპორტინგი;
** გამოვლენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, შიდა ნორმატიული დოკუმენტების გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა (საველე სამუშაოებისთვის).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + საწვავი;
** პოზიცია მოიაზრებს მივლინებებს რეგიონებში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა შევსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია