|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) აცხადებს ვაკანსიას სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ბუღალტრის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
** ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვების წარმოება
** გაწეული მომსახურებების შესაბამისად, მიღება-ჩაბარებების გაფორმება, ბუღალტრული გატარებების პერიოდული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი კონტროლი
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა, საპენსიო ფონდი და ა.შ.)
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება/ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის სამუშაო გამოცდილება (განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვისპრინციპებისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების (Excel-ის განსაკუთრებით კარგად) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ორისი).
სამუშაო განრიგი:
** ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათოდან 6 საათამდე;
** ანაზღაურება - 1600 ლარი დარიცხული.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** კრიტიკულ სიტუაციაში ლავირების და ინფორმაციის დამუშავების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: spmtpbugalteria@gmail.com.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.
|
|
|
|