|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სკოლა ალბიონი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.
ვაჟი - 1
ქალი -1
თანამდებობის მიზანი: სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტურქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
** სასაშვო რეჟიმის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება;
** დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა;
** სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებრათვოდ დატოვების კონტროლი;
** მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად;
** შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა;
** სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
** სკოლის ტერიტორიაზე მოწევის აკრძალვის კონტროლი:
** კომპტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
კვალიფიკაცია:
განათლება
** საშუალო განათლება
გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** სკოლის შინაგანაწესი;
** შიდასამართლებრივი აქტები;
** ფიზიკური მომზადება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.
ხელფასი 1250 ლარი
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
tel: 2 78 96 11
|
|
|
|