Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698698&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი/მძღოლი ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/მძღოლი ექსპედიტორი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი
სავალდებულოა: საკუთარი ტევადი ავტომობილი.

მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და გამოტანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია

საჭირო უნარ ჩვევები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინიციატივის გამოვლენის უნარი

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: anano.bejanishvili@karelifruits.com

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 577620804
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია