Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698697&print=yes&view=jobs
 
პრომოუტერი-კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი-კონსულტანტი
მომწოდებელი: პრემიერ გრუპ
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
კომპანია შპს "პრემიერ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერი-კონსულტანტის პოზიციაზე, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიის სექციაში.

მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (დასვენება კვირაში 2 დღე)
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** ანაზღაურება: 1300 ლარიდან

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@premiergroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პრომოუტერი-კონსულტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია