Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698694&print=yes&view=jobs
 
ბურგერის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბურგერის მზარეული
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
ვეძებთ გამოცდილ ბურგერის მზარეულს, რომელიც ბურგერებს მოამზადებს საკუთარ (პირად) სამზარეულოში, ონლაინ პლატფორმებისთვის — Wolt და Glovo.

მნიშვნელოვანია: ბურგერების მომზადება განხორციელდება კანდიდატის პირად სამზარეულოში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სისუფთავისა და ჰიგიენის საბაზისო სტანდარტებს.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო აღწერა:

** ბურგერების მომზადება განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით
** ინგრედიენტების სწორად დამუშავება და შენახვა
** კერძების მაღალი ხარისხითა და სწორი პრეზენტაციით მომზადება
** ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში
** შეკვეთების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება
** მუშაობა ონლაინ შეკვეთებზე (Wolt / Glovo)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში
** ბურგერებისა და მსგავსი კერძების მომზადების გამოცდილება
** კერძების მომზადების ტექნიკებისა და ინგრედიენტების დამუშავების საბაზისო ცოდნა
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი
** შეკვეთები მიიღება Wolt-ისა და Glovo-ს მეშვეობით
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV jaoshvilinata95@gmail.com

თუ გაქვს გამოცდილება, პირადი სამზარეულო და გინდა სტაბილური შემოსავალი — გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია