|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Carex Auto
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
ლოგისტიკური კომპანია "ქარექს ავტო" 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
ქარექს ავტოში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც:
** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
უპირატესობად ჩაითვლება ავტომობილებში გარკვეული კანდიდატი.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა
Carex Import | Facebook: https://shorturl.at/3l4sC
Carex Import | Instagram https://shorturl.at/yXzGk
Carex Import | TikTok https://shorturl.at/mXmWX
გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე: sales@crx.ge და Subject-ში მიუთითე გაყიდვების მენეჯერი.
|
|
|
|