Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/საგადასახადო მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/საგადასახადო მიმართულება
მომწოდებელი: BDO Georgia
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
BDO Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო მიმართულებაში.

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

მიმდინარე საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი პრაქტიკის ცოდნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწორი და მდგრადი ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად. BDO Georgia-ს საგადასახადო მიმართულების გუნდი სისტემურად აკვირდება კანონმდებლობის ცვლილებებს და ეხმარება კომპანიებს დარჩნენ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში, უზრუნველყონ რისკების მართვა და ცვლილებების ეფექტიანი ინტეგრაცია ოპერაციულ საქმიანობაში. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ბმულს

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება - საგადასახადო მიმართულება

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17.02.2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე