Робота для біженців з України
IT სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე - ქ. ბათუმში.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ტექნიკური პრობლემების ანალიზი და მათი ეფექტური გადაწყვეტა;
** პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია (Help Desk);
** მონაცემთა სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სისტემური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** პროგრამული ლიცენზიების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ოპერაციული სისტემების (Windows) ცოდნა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP და სხვ.);
** პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ენის ფლობა ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთზე;
** ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: it@nextgroup.ge მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე