Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698643&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"Hazet Georgia" წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ინდუსტრიის პიონერს, რომელსაც სურს გერმანული ხარისხი დაამკვიდროს ქართულ რეალობაში.

მოცემულ ეტაპზე გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაასაქმოს მოტივირებული და მარკეტინგული აზროვნებს მქონე კადრები, მიმდინარე პროექტებში. კერძოდ:

** სოც. მედია არხების (Facebook, Instagram, და სხვა) მართვა და განვითარება;
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
** სოციალური მედიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** პოსტების "დაბუსტვა", შედეგზე ორიენტირებული მართვა სარეკლამო კამპანიის
** GOOGLE ADS ის საშუალებით რეკლამების გაშვება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზის საფუძველზე სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.
** ხარჯებისა და შედეგების რეპორტინგი

ამასთან აღნიშნულ კადრს პოსტების ვიზუალური მხარის მომზადებაში, ვიდეომასალების მომზადებასა და ქოფირაითინგში, ეყოლება დამხმარე, ვინც აღნიშნულით მოამარაგებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს
** სრულ თავისუფლებას საქმიანობის პროცესში, მისაღებია ნებისმიერი იდეა - "თუნდაც გიჟური"
** შემოსავლის ზრდის პერსპექტივას

ანაზღაურება - 1300-1500 ლარი გამომდინარე კომპეტენციიდან და ყოველთვიურად შემოთავაზებული სამუშაოს მასშტაბიდან
სამუშაო გრაფიკი - მოქნილი, შესაძლებელია მუშაობა დისტანციურად, კვირაში მინიმუმ 1-ხელ სავალდებულოა ოფისში ვიზიტი დაგეგმვა/რეპორტინგის მხრივ.

დაინტერესებულმა მხარეებმა გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hazetgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია