Робота для біженців з України
გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Herio
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
Wilbour Holding-ის ფარგლებში მოქმედი კომპანია Herio პირველ ქართულ დინამიკს აწარმოებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი) და სხვა. ასევე ჰოლდინგის საქმიანობა მოიცავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, მათ შორის ობიექტებს: Bellhop Hotel, BRØD, BRØD Bakery.

Herio-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #37მ, აქსის თაუერსი
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** გაყიდვების სტიმულირება და პროცესების მონიტორინგი
** გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება
** გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელთა შეფასება/მხარდაჭერა, გუნდის კოორდინაცია
** საბონუსე სისტემის მართვა, სათანადო რეპორტებისა და ინფორმაციის აღრიცხვა/გაზიარება
** არსებული პარტნიორების ეფექტური შენარჩუნება, ახალი პარტნიორების მოძიება
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, სათანადო ინიციატივების წარდგენა და მართვა

მოთხოვნები:

** გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** კარგი საკომუნიკაციო უნარები
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** პასუხისმგებლიანობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე