Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე,   სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.   საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს:

http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს  ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200₾ + პრემია (150-200 ₾)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
** შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ბუღალტრად მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილების ქონა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, შესყიდვების კუთხით გამოცდილების ქონა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი"

შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე