Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698531&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ეფ ემ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

შპს "ემ ეფ ემ ჯგუფი" არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ობიექტებზე განათავსებს ყავის თვითმომსახურების კუთხეს და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ყავას.

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?

გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, კომპანიის პროდუქტის შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.

რას გთავაზობთ?

** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე

რა გვჭირდება შენგან?

ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (500 ლარი) + ბონუსი ყველა ახალ ობიექტის განთავსებაზე.

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე infomfmgroup@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია