|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
** გამართულად მეტყველების უნარი
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** პაციენტის წინასწარი ჩაწერა
** Facebook- ის გვერდზე შეტყობინებებზე პასუხი
** ხელმძღვანელის მითითების შესრულება
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00სთ; შაბათი -10:00-15:00 სთ
ანაზღაურება: 1000 ლ (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge. subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაითვალისწინეთ: შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" გაგზავნილი თქვენი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04;
|
|
|
|