|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
A Rating
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
კომპანია "A Rating" 2009 წელს დაარსდა საქართველოს ბაზარზე, წარმოადგენს კონსალტინგ კომპანიას, რომელიც ახორციელებს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს. ასევე "A Rating" ახორციელებს აქტივების მართვას და აუდიტორულ მომსახურებას. კომპანია მომსახურებას უწევს სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს სექტორებს და სადაზღვევო კომპანიებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** სისხლის სამართლის საქმეების წარმოება;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
** მორიგებული საქმეების მართვა;
** სააღსრულებო ბიუროსთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ბაკალავრი მაგისტრი;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** სისხლის სამართლის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენა (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა);
** მაღალი აკადემიური მოსწრება უნივერსიტეტში.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებისკენ სწრაფვა.
ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს ფასიან 3 თვიან სტაჟირებას. საბოლოოდ შერჩეულ კადრებს დაენიშნებათ, ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა, რომელიც განისაზღვრება პროექტის სირთულის მიხედვით.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge / ceo@arating.ge (სასურველია გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილიც, "რატომ ავირჩიე ჩემი პროფესია".)
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|