|
დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციისთვის.
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 2 000-3 000 ₾ (გასაუბრებისა და KPI-ს მიხედვით)
** ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი
** ლოკაცია: საქართველო / ოფისი + გასვლები ქსელში
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
** ZGVA LUDI-ს მაღაზიათა ქსელის სასაქონლო კატეგორიების მართვა;
** ფასების პოლიტიკის ფორმირება და კორექტირება, დიაპაზონის ანალიზი;
** მოლაპარაკებები ფასებზე, პირობებსა და გადახდის ვადებზე;
** ახალი მომწოდებლებისა და პროდუქტების დანერგვა;
** შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების, მარჟისა და ბრუნვადობის ანალიზი;
** კონკურენტების მონიტორინგი;
** არამომგებიანი SKU-ების ამოღება;
** ქსელის ფორმატზე მორგებული დაბალანსებული ასორტიმენტის ფორმირება;
** შესყიდვების დაგეგმვა და მოთხოვნის პროგნოზირებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგისა და ოპერაციულ გუნდთან ურთიერთქმედება;
** კატეგორიების მიხედვით ანგარიშებისა და ანალიტიკის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერად / შესყიდვების მენეჯერად / სასაქონლო ანალიტიკოსად;
** მოლაპარაკებების წარმოების და კომპანიის ინტერესების დაცვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობის უნარი;
** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** Excel / Google Sheets — ცოდნის მაღალი დონე;
** დამოუკიდებლობა და შედეგზე პასუხისმგებლობა;
** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია);
** გამოცდილება FMCG-ში, რითეილში, ალკოჰოლურ ან food-მიმართულებებში ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** რეალურ გავლენას ბიზნესზე და ასორტიმენტზე და არა ფორმალური პოზიციას;
** მუშაობას მზარდ ქსელში ამბიციური გეგმებითა და მასშტაბირების ხედვით;
** პირდაპირ კომუნიკაციას მფლობელთან, ბიუროკრატიის გარეშე;
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|