Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება;
** წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზების/შეფერხებების შესახებ დაქვემდებარებულების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა;
** სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი;
** დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, განსაზღვრა დატვირთვის შესაძლებლობის და რეკომენდაციების გაცემა;
** დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლის და დაზიანების შემთხვევაში, საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობების და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით;
** ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება;
** უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად
** საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთა შეთანხმებით;
** ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის მუშაობის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება;
** სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე