Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698457&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი სერვის ინჟინერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი სერვის ინჟინერი
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
კომპანია RS LINE აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის - სერვის ინჟინერის პოზიციაზე ქუთაისში.

შპს RS LINE 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

მოვალეობები:

** ბანკომატების, ტერმინალების, ფულის მიმღები და მასორტირებელი აპარატების ტექნიკური და პროგრამული გამართვა;
** მოწყობილობეში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა;
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ცოდნა.

მოთხოვნები:

** აპარატურული საფუძვლების ცოდნა.
** კომპიუტერის და აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა,
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** ტექნიკური განათლება;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი; ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;

გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1300 - 1500 ლარი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების სწავლება/დატრენინგებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: hr@rsline.ge rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია