Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698456&print=yes&view=jobs
 
IT ტექნიკოსი ATM საბანკო ტექნიკის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკოსი ATM საბანკო ტექნიკის მიმართულებით
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

პოზიცია: IT ტექნიკოსი ATM, საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** ATM და საბანკო მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
** სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა, ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება
** ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად.
** სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
** სისტემებზე პროგრამული განახლებები.
** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, სისტემების სტატუსების განახლება.
** სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის გაკეთება პერიოდულად.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** აპარატურული საფუძვლების ცოდნა.
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
** ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
** განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;
** ინგლისური რუსული ენების ცოდნა

გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 2200 ლარი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: hr@rsline.ge rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია