Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698447&print=yes&view=jobs
 
ტენდერების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია "კარგონი" აცხადებას ვაკანსიას ტენდერების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია წარმოდგენილია 5 ქვეყანაში, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი

პოზიციის მიზანი:

ტენდერების მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სატენდერო საქმიანობის სრულ ციკლზე ხუთ ქვეყანაში. მისი მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში კომპანიის ეფექტიანი მონაწილეობა, დოკუმენტაციის კოორდინაცია ყველა იმ ქვეყანაში სადაც წარმოდგენილია კომპანია, ასევე მოგებული ტენდერების რაოდენობის მუდმივი ზრდა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მონიტორინგი საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთში შესაბამის პლატფორმებზე
** ტენდერის პირობების, ტექნიკური დავალების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დეტალური ანალიზი
** სატენდერო წინადადებების (ტექნიკური და კომერციული ნაწილის) მომზადება
** საჭირო ცნობების, დეკლარაციების, ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების შეგროვება
** ვადების მკაცრი კონტროლი და დოკუმენტაციის დროული წარდგენა
** თანამშრომლობა გაყიდვების, ფინანსების, იურიდიული და ოპერაციული გუნდებთან
** ფასების, ხარჯთაღრიცხვისა და კომერციული პირობების შეთანხმება
** ხელმძღვანელობასთან სატენდერო სტრატეგიის განხილვა
** ტენდერების სტატუსის მონიტორინგი (მოგებული / წაგებული / მიმდინარე)
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება შედეგების შესახებ
** წაგებული ტენდერების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** tenders.ge და მსგავს პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა როგორც ვერბალური ისე წერილობითი

პიროვნული მახასიათებლები

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია