|
დასახელება:
უძრავი ქონების ბროკერი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
მეორად ბაზარზე ბიოგრაფი ლივინგის პროექტებში არსებული საცხოვრებელი ბინების გაყიდვის ორგანიზება და მართვა, როგორც ბიოგრაფის მობინადრეებთან, ასევე, პოტენციურ მყიდველებთან მუშაობის გზით.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** ბიოგრაფი ლივინგის პროექტებში არსებული მეორადი ბინების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** მობინადრეებთან კომუნიკაცია, რომლებიც გეგმავენ საკუთარი ბინის გაყიდვას/გაქირავებას;
** ბინების ფასების ანალიზი ბაზრის და კონკურენტების გათვალისწინებით და რეკომენდაციების მიწოდება;
** პოტენციური მყიდველების მოძიება და კონსულტაცია;
** დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან დროული კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება მყიდველსა და გამყიდველს შორის;
** გარიგების სრული ციკლის ზედამხედველობა;
** ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** CRM სისტემაში მონაცემების სწორად და დროულად ასახვა;
** ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5GO98RZc
|
|
|
|