Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698397&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სეიფთი მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
SMG არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით და მუდმივად ეძებს ახალ გზებს გაყიდვების ზრდისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესებისთვის.

კომპანია "Safety Management Group" 2019 წლიდან სთავაზობს პარტნიორებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას, HACCP-ის სისტემის შემუშავებას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ასევე შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს.
დღეს კომპანია სარგებლობს 500-მდე პარტნიორის ნდობით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება.

კომპანია SMG აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

** ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №33
** ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)
** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა
** გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და კომპანიის სერვისების შეთავაზება ორგანიზაციებისთვის;
** პოტენციური პარტნიორების დაინტერესების შემთხვევაში სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების ჩანიშვნა პოტენციურ კლიენტებთან, ადგილზე ვიზიტი და პრეზენტაციების ჩატარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო/დისტანციური გაყიდვების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება სერვისების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** CRM პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 577 20 87 87
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია