Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698395&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

** Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
** Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
** ან ვებ-გვერდზე https://www.baraka.ge

ვეძებთ ახალთ თანამშრომლებს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე გურჯაანში.

მოლარე-ოპერატორს უფლება-მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
** ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის მენეჯერთან.

მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ვორდი, ექსელი, აუთლუქი

ბარაქა გთავაზობთ:

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

ანაზღაურებას - 1000 ლარი (NET)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართი office@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მოლარე გურჯაანში.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია