|
დასახელება:
ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ვიჩარჯი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა
უპასუხა მომხმარებლის საჭირობებს და WeCharge App-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).
ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტორნული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების ინსტალაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** სადგურის ინსტალაცია (Plug and play ინსტალაცია) მოთხოვნის შესაბამისად.
** სადგურებისა ტესტირება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება და განთავსება.
** სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური შემოწმება, სადგურის დროულად ჩანაცვლება (საჭიროების
შემთხვევაში).
** რეპორტინგი - ანგარიშის წარმოდგენა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
** შენიშვნა: სადგურის ინსტალაციის პროცესი მარტივია, საჭიროა დენის წყაროში შეერთება და ტესტირება.
პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:
** ინგლისური ენა (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია)
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ახალი გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქუჩა #1 (საბურთალო)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; სტუდენტების ხელშეწყობა სწავლასთან.
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (100-500 ლარამდე);
მნიშვნელოვანია:
ვაკანსიაზე შესაძლებელია სტუდენტის დასაქმება. დასაქმებიდან 6 თვეში შესაძლებელია ანაზღაურების გაზრდა.
ვაკანტური პოზიცია - 2
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტზე: hr@wechargers.com
შეტყობინება:
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, შპს ვი ჩარჯი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს ვიჩარჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
|
|
|
|