Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698379&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორი
მომწოდებელი: ლაბ ტექნოლოჯის
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"LAB Technologies" - ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell, Lenovo, Cisco, Palo Alto და სხვები. ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ IT ინფრასტრუქტურულ, კიბერუსაფრთხოების და აუთსორსინგის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში: ფინანსები, რითეილი, ჯანდაცვა, ჰოსპიტალიტი, საჯარო სექტორი და სხვა.

ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს შემოერთდება და გააძლიერებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 წთ
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

IT Su pport / ტექნიკური მხარდაჭერა

** თანამშრომლების ტექნიკური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა და რეაგირება;
** ლეპტოპების, კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური გუნდისა და სერვისის სამსახურის მხარდაჭერა საჭიროებიდან გამომდინარე;
** ახალი თანამშრომლების ტექნიკური მომზადება (ლეპტოპი, ანგარიშები, ელ.ფოსტა);

ინვენტარისა და IT აქტივების მართვა

** კომპანიის ტექნიკური ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი;
** ლეპტოპების მიღება-ჩაბარება და ტექნიკური შემოწმება;
** ლიცენზიების მოქმედების ვადების მონიტორინგი;

საწყობისა და საოპერაციო მხარდაჭერა (პერიოდულად)

** საწყობის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი;
** შემოსული პროდუქციის დამატება CRM-ში;
** ფიზიკური და პროგრამული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ოფის-მენეჯერისა და საოპერაციო გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია IT მხარდაჭერის სპეციალისტის ან ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საწყობიის კოორდინატორის, დამხმარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწავლის სურვილი და განვითარებაზე ორიენტაცია;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** წვდომას მოწინავე IT პროდუქტებსა და საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერაზე;
** განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 8 დეი ოფს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული კურსების დაფინანსებას;
** აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;

ჩვენი ოფისი:

მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: www.lab.ge
სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: 032 229 06 09

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 20 თებერვლისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორს".

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. IT კომპანია LAB გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია