Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698366&print=yes&view=jobs
 
საამქროს ოსტატი/წარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საამქროს ოსტატი/წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ჩვენ ვიზრდებით — უკვე საქართველოშიც!

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც შეუძლია მათი მიღწევა.

ვქმნით და ვაწარმოებთ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რომელიც დაფუძნებულია მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებებზე.

ჩვენი ტექნოლოგია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ინდუსტრიას უკეთესობისკენ ვცვლით.

ჩვენ ვახორციელებთ მანქანათმშენებლობის პროდუქციის ექსპორტს და ვაწვდით საინჟინრო მომსახურებას საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის The Coca-Cola-სა და PepsiCo-ს, მთელ მსოფლიოში.

ვაკანსია: საამქროს ოსტატი/წარმოების მენეჯერი (ლითონის დამუშავება)

ანაზღაურება: თვეში ერთხელ- 2000$ + კვარტალური KPI
სამუშაო გამოცდილება: 6 წელზე მეტი
დასაქმება: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 5/2 - 8 საათი

მოვალეობები:

** ტოკარ-ფრეზერული ზონის ორგანიზება (2 CNC დანადგარი Fanuc-ის მართვით: ტოკარ-ფრეზერული Z-MAT TN-500S და ვერტიკალურ-ფრეზერული დანადგარი).
** შედუღება-აწყობის ზონის საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია (7-მდე თანამშრომელი: შემდუღებლები, მონტაჟის სპეციალისტიები ზედაპირის გაპრიალების სპეციალისტები) წარმოების გეგმების დროულად შესრულების უზრუნველსაყოფად.
** საწყობიდან მიღებული მასალებისა და კომპლექტაციის შესასვლელი კონტროლი.
** პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა (ტკგ-ტექნიკური კონტროლის განყოფილება) დადგენილი სტანდარტებისა და პროცესების შესაბამისად; დეფექტების პრევენცია და ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა.
** ახალი აღჭურვილობის შერჩევა და ექსპლუატაციაში შეყვანა.
** შრომის შინაგანაწესის, შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენების კონტროლი.
** ოპერატიული ანგარიშგების წარმოება 1C ERP-სა და Bitrix24-ში. (აუცილებელია)

მოთხოვნები:

** პროფილური განათლება მიმართულებებით: ლითონის დამუშავება, შედუღება, მანქანათმშენებლობა, ლითონთა ტექნოლოგია.
** ლითონის დამუშავებაში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი, მათ შორის ტოკარ-ფრეზერული დამუშავების პრაქტიკული უნარები.
** ოსტატის, განყოფილების უფროსის ან წარმოების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
** 1C ERP-ის ან ანალოგიური აღრიცხვის სისტემის სრული ფლობა (ნავიგაცია, საწარმოო დოკუმენტები, მასალების აღრიცხვა, საწყობი).
** ტექნიკური და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის კითხვა (ნახაზები ГОСТ, ЕСКД ან ISO სტანდარტებით), დაშვებებისა და ჩასმის სისტემის ცოდნა.
** საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარები (მიკრომეტრები, შტანგელი, ცირკულები, პროფილომეტრები და სხვ.).
** ISO სტანდარტების, ხარისხის მართვის სისტემების (QMS), Lean წარმოების ცოდნა.
** რუსული ენა (B2) -აუცილებელი.
** ინგლისური ენა Intermediate (B1) დონეზე — სასურველია
** პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობა, პროაქტიულობა, მოქნილობა, შედეგზე ორიენტირებულობა, გუნდზე ნდობა.

პირობები:

** დასაქმება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
** კორპორატიული ავტობუსი / ტრანსპორტის ხარჯების კომპენსაცია
** ანაზღაურებადი შვებულება — 24 სამუშაო დღე
** კორპორატიული ღონისძიებები და გასვლითი აქტივობები
** სწავლება და ტრენინგები კომპანიის ხარჯზე
** მობილური კავშირის და SIP-ტელეფონიის ანაზღაურება
** კარიერული ზრდის პერსპექტივები
** ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი

საკვანძო უნარები:

** საწარმოო პერსონალის მართვა
** ნახაზების კითხვა
** აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი
** ხარისხის კონტროლი
** გუნდის ხელმძღვანელობა
** შედუღების სამუშაოები
** წარმოების ტექნიკური კონტროლი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV/Resume მითითებულ ელ - ფოსტაზე: hr.ge@processing-solutions.org.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია