Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
თანდართული ფაილი: 698339_bau_4476590.zip
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიურ კონკურსს მედიცინის პროგრამის მიმართულებით აკადემიური პერსონალისათვის.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237

საკონკურსო პოზიციები:

სამედიცინო მიმართულებით:

პროფესორი - 3
ასოცირებული პროფესორი - 3
ასისტენტ-პროფესორი - 4
ასისტენტი - 2

არასამედიცინო მიმართულებით:

პროფესორი - 1
ასოცირებული პროფესორი - 1
ასისტენტ-პროფესორი - 1

ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - A კატეგორიის აფილირებული აკადემიური წევრებისთვის:

პროფესორი - 4337 ლარიდან
ასოცირებული პროფესორი - 3699 ლარიდან
ასისტენტ-პროფესორი - 3061 ლარიდან
ასისტენტი: 2423 ლარიდან

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე