Робота для біженців з України
HR ოპერაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: HR ოპერაციების კოორდინატორი.

გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** თანამშრომელთა დაქირავების და დაონბორდინგების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** შერჩეულ კანდიდატებთან/თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული, აუცილებელი ინფორმაციის დროული მიწოდება/გაზიარება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა და დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** თანამშრომლების სხვადასხვა საკადრო ბრძანებების (დანიშვნა/გათავისუფლება და სხვა) მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ხელშეკრულებების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლებისთვის მუშაობასთან დაკავშირებული ცნობების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის და ასევე სხვა ბანკში მოქმედი ბენეფიტების ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის შრომის შინაგანაწესის და ბანკში მოქმედი სხვა დაკავშირებული პროცედურების გაცნობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების/დოკუმენტების ელექტრონულ სისტემაში ასახვის უზრუნველყოფა;
** ბანკის პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება/განახლებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და მისი გაუმჯობესებისთვის წინადადებების მომზადება;
** თანამშრომლების სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** მატერიალური სახით არსებული საკადრო დოკუმენტების სათანადოდ შენახვა/დაარქივება;
** ეფექტურობის მართვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პერსონალის ადმინისტრირების მიმართულებით; (სასურველია საბანკო, საფინანსო ან მსხვილ კორპორატიულ სექტორში)

ცოდნა:

** Agile მეთოდოლოგიების ცოდნა;
** Employer Branding-ის გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 მარტი 2026.

სათაურის ველში მიუთითეთ: HR ოპერაციების კოორდინატორი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე