Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანსი ASSDS
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
არარეგისტრირებული კავშირი "ალიანსი სოციალური სერვისების მდგრადობისა და განვითარებისთვის" 2026 წელს დაფუძნდა სტუდია ეიდისისა და "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა (ა)იპ) მიერ. კავშირის მისიაა მოწყვალდი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სოციალურ სერვისებზე
სექტორი: სოციალური მომსახურება / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მხარდაჭერა
ადგილმდებარეობა: თბილისი, საირმის ქ.N5, ვაჟა ფშაველას 76ბ

თანამდებობის დასახელება: ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერი

ანგარიშვალდებულება: კავშირის გამგეობასთან.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება : შეთანხმებით

პოზიციის მოკლე აღწერა:

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ხელმძღვანელობს და მართავს კავშირის ადამიანურ რესურსებს, ორგანიზაციის მისიასთან შესაბამისობაში უზრუნველყოფს მხარდამჭერი, ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს ფორმირება-ფუნქციონირებას, შეიმუშავებს ადამიანური რესურსების პოლიტიკას, ხელს უწყობს მის განხორციელებას, პერსონალის დაქირავებასა და განვითარებას, ანგარიშგებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კავშირის HR სტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება
** HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა/განახლება
** შიდა კომუნიკაციის მართვა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, პერსონალის მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა
** თანამშრომლების ონბორდინგის/ ოფბორდინგისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** HR ადმინისტრირების მართვა; თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების პროცესის მართვა/ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ბრძანებების მომზადება (მათ შორის: მიღება, გათავისუფლება, შვებულება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სახელფასო დანამატები/პრემიები და სხვა), შესაბამის პირებთან შეთანხმება და ხელმოწერის პროცესის კოორდინირება
** მენეჯერებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
** მენეჯმენტისთვის HR ანალიტიკისა და რეკომენდაციების მიწოდება
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების ციკლის
** ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** პროცედურებისა და სახელმძღვანელოების დანერგვასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება
** KPI მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;

მისასალმებელია HR Dashboard-ის პროცესში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (მაგისტრის ხარისხი ან პროფესიული HR სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ერთწლიანი გამოცდილება მაინც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში ან სოციალური მომსახურების სფეროში (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** დასაქმების კანონმდებლობის, შრომის რეგულაციების და HR საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები - Microsoft Office-ის ცოდნა

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები
** ნდობის დამყარების და კონფლიქტების გადაჭრის უნარი
** ორგანიზაციული, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები
** პიროვნული ზრდისა და კორპორატიული კულტურის დამკვიდრების მაღალი მოტივაცია

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV
** ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;

მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: ASDSSvacancy.ge@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვლამდე .

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე.

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე