Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698259&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ექიმი - ნევროლოგიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი - ნევროლოგიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სს "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის (ნევროლოგიის დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

მისამართი: თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლიუბლიანას ქ. N29)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ნევროლოგიის უმცროსი ექიმი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია