|
დასახელება:
საბროკერო მხარდაჭერის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
MSZ Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
კომპანია "MSZ GEORGIA" ეძებს საბროკერო მხარდაჭერის ოფიცერს.
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საბროკერო მხარდაჭერის ოფიცრის ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:
საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება
** ინვოისების, პეკინგ ლისტების, კონტრაქტების შემოწმება
** ტვირთის მონაცემების საბაჟო სისტემაში შეყვანა
** საბაჟო დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება
საბაჟო ბროკერის მხარდაჭერა
** საბაჟო დეკლარაციების შევსებაში დახმარება
** საქონლის კოდების (HS Code) გადამოწმება
** საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების წინასწარი გაანგარიშება
კომუნიკაცია
** კლიენტებისგან დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა
** საბაჟო ორგანოებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
** შიდა გუნდებთან თანამშრომლობა (ლოგისტიკა, კომერციული, საოპერაციო დეპარტამენტები)
პროცედურების კონტროლი
** საბაჟო პროცედურების ვადების კონტროლი
** შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
** პრობლემური დეკლარაციების ესკალაცია
რეგულაციებთან შესაბამისობა
** საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვა
** შიდა პროცედურებისა და დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი
ანგარიშგება
** დეკლარაციების სტატუსის რეპორტების მომზადება
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება (გაფორმდა / პროცესშია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა: ლოგისტიკა, საბაჟო საქმე, ეკონომიკა)
** საბაჟო პროცესებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** საბაჟო კანონმდებლობისა და პროცედურების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** MS Office-ის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** გამოცდილ გუნდთან მუშაობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: info@msz.ge
|
|
|
|