|
დასახელება:
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი - Level II
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი - Level II პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს-კრიტიკული აპლიკაციების მხარდაჭერაში და შეუძლიათ ინციდენტების, პრობლემებისა და ცვლილებების მართვა მეორე დონის (Level II) მხარდაჭერის ფარგლებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აპლიკაციების მეორე დონის მხარდაჭერა (Level II Support)
** Level I მხარდაჭერის მიერ ესკალირებული ინციდენტების დამუშავება
** აპლიკაციების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური ლოგების კითხვა და ანალიზი
** განმეორებითი პრობლემების შემთხვევაში Root Cause - ის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტირება
** ინციდენტების ესკალაცია დეველოპმენტისა და სხვა გუნდებთან (DevOps, Development, Vendor)
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით
** პრობლემების ფიქსაცია და დოკუმენტირება
** აპლიკაციის Business Flow-ების შესწავლა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** MS SQL Server ან PostgreSQL-თან მუშაობის გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა
** Query-ების გაშვება/ანალიზი, Stored Procedure-ების წაკითხვა
** ლოგების ანალიზის გამოცდილება სხვადასხვა ხელსაწყოთი Kibana/Grafana/Splunk ან სხვა
** Windows და LInux Server გარემოს საბაზისო ცოდნა;
** API დონეზე Request/Response-ის ანალიზი და ინტეგრაციის პროცესების დიაგნოსტიკა
** API ტესტირებისა და დიაგნოსტიკის ხელსაწყოების ცოდნა (მაგ: Postman, SoapUI)
** Jira/Confluence-ში ან მსგავს სისტემებში, ოპერაციული პროცესების და ინსტრუქციების დოკუმენტირება
** სასურველია ITIL v4 ცოდნა
** დოკუმენტაცია: ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მომხმარებლისთვის ინსტრუქციების შექმნის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებულ სფეროში
** ფინანსურ ან საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ERP/Odoo სისტემების ცოდნა
** სასურველი Python სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა
** ინგლისურ ენაზე ტექნიკური კომუნიკაცია
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: "აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი (Level II).
|
|
|
|